Posts

Showing posts from March, 2021

კანი და მისი სამი ფერი, Three colors of skin

  ვიცით, რომ არსებობს სამი ფერის კანი: შავი, თეთრი და ყვითელი, მაგრამ რა განსაზღვრავს მის შეფერილობას, ბევრისთვის უცნობია. ადამიანის კანის ფერი დამოკიდებულია ოთხ გენზე, რომლებიც განაგებს ორგანიზმში პიგმენტ მელანინის გამომუშავებას. ეს გენები ოთხ სხვადასხვა ქრომოსომაშია ლოკალიზებული. რაც უფრო მეტ აქტიურ გენს შეიცავს უჯრედი, რომელიც მელანინს ასინთეზებს, მით უფრო მუქია კანი. ყველაზე მუქკანიან ადამიანებს ამ გენების რვა აქტიური ალელი აქვთ, ყველაზე ღია კანის ფერის მქონეებს კი არც ერთი აქტიური ალელი არ გააჩნიათ. ადამიანის კანის ფერს მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს ისიც, დედამიწის რომელ კუთხეში ცხოვრობდნენ მისი წინაპრები.   კანის პიგმენტები კანი სამი სახის საღებავს ანუ პიგმენტს შეიცავს: მელანინს, კაროტინს და ჰემოგლობინს. მელანინი მელანინი პიგმენტია, რომელსაც შეიცავს კანი, თმა და თვალის ფერადი გარსი. იგი ნახშირწყლისგან, აზოტისა და წყალბადისგან შედგება, თანაფარდობით 1:5:5. ზოგ შემთხვევაში მასში გოგირდიც არის - 2-დან 12%-მდე. მელანინი არ იხსნება წყალში, შეკითხვა ექიმს -ძალიან მაწუხებს ქერტ...

ადამიანის კანი, კანის ტიპები, Human skin. Skin types

  კანის ტიპები შენების მიხედვით, სახელდობრ კი მასში წყლისა და ლიპიდური ბალანსის გათვალისწინებით, კანის ოთხი ტიპია ცნობილი: ნორმალური, მშრალი, ცხიმიანი (პრობლემური) და კომბინირებული (შერეული). ნორმალური კანი ეს ტიპი ყველაზე ხშირად პატარა ბავშვებს აქვთ. იგი მოვარდისფროა, რბილი, გლუვი, სუფთა, ელასტიკური, ზომიერად ხავერდოვანი, არ აქვს წითელი ლაქები, ანთებითი უბნები, დიდი ფორები, არ გააჩნია გამონაყარი, თეთრი და შავი ფერის წერტილები, მით უფრო, მასზე არ არის დაჩირქებული უბნები. ასეთ კანზე ბევრი ქალი ოცნებობს, მისი ყველაზე დიდი ღირსება სიმკვრივეა. იგი პრაქტიკულად არ ქმნის პრობლემებს, მშვენივრად იტანს სიცხესა და სიცივეს, ყინვასა და ქარს. მშრალი კანი ნორმალურისგან განსხვავებით, იგი პრაქტიკულად არ აქვთ ბავშვებსა და მოზარდებს. იგი მოვარდისფრო-მოყვითალოა, ნაზი, თხელი და მცირეფორებიანი, მიდრეკილია აქერცვლისკენ. ადვილად უჩნდება ნაოჭები და ღრმა ნაკეცები, მტკივნეულად რეაგირებს დასაბან საშუალებებზე. სიცივესა და ქარში შესაძლოა გაწითლდეს და აიქერცლოს. მას განსაკუთრებული მოვლა სჭირდება, რადგან ყოველთვი...

ადამიანის კანი, კანის ფუნქციები, Human skin, skin functions

Image
  კანი მეტად მნიშვნელოვან ფუნქციებს ახორციელებს: 1. დამცველობითს მასში არსებული ნერვული უჯრედები აღიქვამენ ტკივილს, წნევას, სითბოსა და სიცივეს, ქავილს, ღუტუნს, ჩქმეტასა და ნებისმიერი სახის მექანიკურ თუ ქიმიურ გაღიზიანებას. პიგმენტი მელანინი, როგორც კი ულტრაიისფერ გამოსხივებას შეიგრძნობს, ინტენსიურად იწყებს წარმოქმნას, ფართოვდება, სქელდება, ამცირებს სხივების შთანთქმის ხარისხს და ამით ორგანიზმს მათი მავნე ზემოქმედებისგან იცავს. 2. გამომყოფი საოფლე ჯირკვლების მეოხებით ორგანიზმიდან გამოიყოფა ჭარბი სითხე, მარილები და ნივთიერებათა ცვლის ნარჩენი პროდუქტები. 3. თერმოსარეგულაციო საოფლე და ცხიმოვანი ჯირკვლების საშუალებით კანი ზამთარ-ზაფხულ ერთნაირ ტემპერატურას ინარჩუნებს, რითაც ორგანიზმს გადაცივებისა და გადახურებისგან იცავს. 4. ანტიბაქტერიული ჯანსაღი კანი დაავადების გამომწვევ მიკროორგანიზმებს ორგანიზმში არ უშვებს. ამასთანავე, ოფლისა და ქონის ჯირკვლების სეკრეტი ქმნის მჟავა გარემოს, რომელიც ხელს უშლის მათ გამრავლებას. დაბოლოს, კანი ანტისხეულებს გამოიმუშავებს და თვითონვე სპობს მასზე მოხვედრილ მ...

ადამიანის კანი და მისი აგებულება! Human skin and its structure!

Image
ადამიანის კანი და მისი აგებულება! ადამიანის კანი შედგება ეპიდერმისისგან, დერმისგან და კანქვეშა ქსოვილისგან – ჰიპოდერმისგან .  1- ეპიდერმისი შედგება ხუთი შრისგან: ბაზალური, წვეტიანი (ქიცვისებრი), მარცვლოვანი, მბზინავი, რქოვანა. ბაზალური შრე წარმოდგენილია ბაზალურ მემბრანაზე ერთ რიგად განლაგებული პრიზმული უჯრედებისგან (ბაზალური ეპიდერმოცეტები), რომლებშიც წარმოდგენილნი არიან ბაზალური მემბრანის პერპენდიკულარულად ორიენტირებული ბირთვები.  მათ ციტოპლაზმაში განლაგებულია დიდი რაოდენობით უწვრილესი ძაფები (ტონოფილამენტები), რომლებიც შეკრებილნი არიან კონებად – ტონოფიბრილებად (საყრდენი ბოჭკოები), აგრეთვე პიგმენტ მელანინის მარცვლები. ბაზალურ მემბრანაში ბაზალური უჯრედები  ნახევრადდესმოსომებთან დამაგრებულნი არიან თითისებური წანაზარდებით. მეზობელი ეპიდერმოციტები ერთმანეთთან მიერთებულნი არიან ურთიერთშემღწევი გამობერილობებით და დესმოსომებით. ეპიდერმოციტების გარდა ბაზალურ შრეში განლაგებულნი არიან ახალგაზრდა უჯრედები, რომელთაც გააჩნიათ მელანინის გამომუშავების უნარი ( მელანოციტები ). ახალგაზრდ...